ევროკავშირი მოლდოვას რეკორდულ თანხას, 1.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი მოლდოვას რეკორდულ, 1.8 მილიარდ ევროს (2 მილიარდი აშშ დოლარი) გამოუყოფს, რათა მხარი დაუჭიროს ქვეყნის ბლოკში გაწევრიანების გეგმას,- შესაბამისი განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა მოლდოვაში დაგეგმილი არჩევნების ჩატარებამდე 2 კვირით ადრე გააკეთა.

ფონ დერ ლაიენის თქმით, 3 წლიანი “ზრდის გეგმა” მოლდოვას ეკონომიკის აღდგენის დაჩქარებას დაეხმარება.

“ევროპა მტკიცედ უჭერს მხარს მოლდოვას – დღეს და ყოველ ნაბიჯში, რომელიც მას აახლოებს გაერთიანებასთან. მოლდოვის ეკონომიკა და ჩვენი საერთო ბაზარი უნდა დაახლოვდნენ, ჩვენ შეგვიძლია ეს  ახლა დავიწყოთ, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არ ხართ ბლოკის წევრი. ჩვენ მიგვაჩნია, რომ შეგვიძლია, გავაორმაგოთ თქვენი ეკონომიკა ათწლეულების განმავლობაში”, – თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

მოლდოვის ვიცე-პრემიერის, კრისტინა გერასიმოვას ცნობით, ევროკავშირის დახმარების ძირითადი ნაწილი ქვეყანას კრედიტის სახით გადაეცემა, ხოლო დაახლოებით 605 მილიონი ევრო გრანტის სახით, რომელიც ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დაიხარჯება, მათ შორს გზებზე, საავადმყოფოებზე, ადგილობრივ ბიზნესსა და სოციალური პროექტების მხარდაჭერაზე.

შეგახსენებთ, მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრების თაობაზე მოლაპარაკებები მიმდინარე წლის ივნისში დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები