უკრაინა და ხორვატია თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას გააძლიერებენ
უკრაინა და ხორვატია თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას გააძლიერებენ. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ორ ქვეყანას შორის ხელმოწერილი ახალი შეთანხმება თავდაცვის ინდუსტრიაში თანამშრომლობას, თავდაცვის წარმოების ერთობლივ ინიციატივებს და უკრაინაში პროექტების ლოკალიზაციას მოიცავს.
„ამ შეთანხმებით ხორვატია ადასტურებს თავის ვალდებულებას, რომ მხარს დაუჭერს უკრაინას ომში გამარჯვებამდე. სხვა საკითხებთან ერთად, შეთანხმება მოიცავს თავდაცვის ინდუსტრიებს შორის თანამშრომლობას, ერთობლივი თავდაცვითი წარმოების პერსპექტივების განსაზღვრას და უკრაინაში პროექტების ლოკალიზაციას. ქვეყნები ასევე შეისწავლიან შესაძლებლობებს თანამშრომლობის გასაძლიერებლად ციფრული მდგრადობის, კიბერუსაფრთხოების და დაზვერვის გაზიარების სფეროებში“, – ნათქვამია განცხადებაში.