სიეტლი-სტამბოლის რეისზე თურქეთის ავიახაზების პილოტი გარდაიცვალა

თურქეთის ავიახაზების პილოტი, სიეტლიდან სტამბოლის მიმართულებით ფრენისას გარდაიცვალა.

„როდესაც თვითმფრინავში ჩვენი კაპიტნისთვის პირველადი დახმარება წარუმატებელი აღმოჩნდა, ეკიპაჟმა გადაუდებელი დაშვება გადაწყვიტა, მაგრამ ის დაშვებამდე გარდაიცვალა“, – წერს ავიაკომპანიის სპიკერი X-ზე.

Airbus A350 თვითმფრინავი ნიუ-იორკში დაეშვა.

59 წლის კაპიტან ილჩეჰინ ფეჰლივანს, რეგულარული ჯანმრთელობის შემოწმება უტარდებოდა.

პილოტის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია. მფრინავებს სამედიცინო შემოწმება ყოველ 12 თვეში ერთხელ უტარდებათ, ხოლო 40 წელზე უფროსი ასაკის პირებს, სამედიცინო მოწმობის განახლების ვალდებულება ყოველ ექვს თვეში ერთხელ აქვთ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები