ისრაელში მამაკაცმა დანით 6 ადამიანი დაჭრა – პოლიციამ მომხდარი ტერორისტულ თავდასხმად შეაფასა

ისრაელის ქალაქ ჰადერაში მამაკაცმა დანით 6 ადამიანი დაჭრა,- ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით,დაჭრილებიდან 2 მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.

პოლიციამ მომხდარი ტერორისტულ თავდასხმად შეაფასა. უწყების ცნობით, მამაკაცმა ადამიანები ოთხ სხვადასხვა ადგილას დაჭრა და შემდეგ მოპედით გაქცევა სცადა.

პოლიციის თქმით, ეჭვმიტანილი იპოვეს და დააკავეს. დამატებითი დეტალები არ გაუსაჯაროებიათ.

ებრაული მედია იუწყება, რომ 36 წლის თავდამსხმელი ისრაელის მოქალაქეა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები