რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა უკრაინელი სამხედრო ჩინოვნიკების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე გენოციდის მუხლით აღძრა (ვიდეო)

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა უკრაინის თავდაცვის მინისტრის ვალერი გელეტეის, შეიარაღებული ძალების გენშტაბის ხელმძღვანელის ვიქტორ მუჟენკოს და მათი დაქვემდებარებული პირების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალური წარმომადგენლის ვლადიმერ მარკინის განცხადებით, ამ პირებმა 1948 წლის „გენოციდის დანაშაულის გაფრთხილების და სასჯელის შესახებ“ კონვენცია და სხვა საერთაშორისო სამართლებრივი აქტები, რომლებიც გმობენ გენოციდს, გამიზნულად დაარღვიეს, რადგან დონეცკის და ლუგანსკის „სახალხო რესპუბლიკების“ ტერიტორიაზე მცხოვრები რუსულენოვანი პირების განადგურების ბრძანებებს გასცემდნენ.
მარკინის თქმით, სამხედროების მიერ ზალპური ცეცხლის სისტემები „გრადი“ და „ურაგანი“, ასევე საავიაციო რაკეტები და სხვა მძიმე შეიარაღება იყო გამოყენებული.
საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, ამ ქმედებების შედეგად 3 000 მეტი სამოქალაქო პირი იყო მოკლული, 5 000-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, გარდა ამისა, ნაწილობრივ ან მთლიანად განადგურებულია 500 საცხოვრებელი სახლი და სხვა ობიექტები, 300 000-ზე მეტი ადამიანი კი დევნილი გახდა.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=oDPOuX2BV6g” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები