ისრაელის პრემიერ-მინისტრი – ლიბანის მოსახლეობას: გაათავისუფლეთ თქვენი ქვეყანა „ჰეზბოლასგან“

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ლიბანის მოსახლეობას მიმართა და მათ „ჰეზბოლას“ რეჟიმის ძალაუფლების დასრულებისკენ მოუწოდა.

„თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, გადაარჩინოთ ლიბანი, სანამ ის ხანგრძლივი ომის უფსკრულში არ გადაეშვა, რაც იგივე ნგრევასა და ტანჯვას გამოიწვევს, რასაც ღაზაში ვხედავთ. მოგმართავთ თქვენ, ლიბანის მოსახლეობას: გაათავისუფლეთ თქვენი ქვეყანა „ჰეზბოლასგან“, რათა ეს ომი დასრულდეს“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

პარალელურად, საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ გასული 24 საათის განმავლობაში ისრაელის თავდასხმებს 36 ადამიანი ემსხვერპლა, დაჭრილია 150 ადამიანი. „ჰეზბოლას“ სარაკეტო იერიშის შედეგად კი ისრაელში 12 ადამიანი დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები