სეპარატისტებმა დონეცკის აეროპორტის მასირებული შტურმი დაიწყეს
პრორუსმა სეპარატისტებმა დონეცკის აეროპორტის მასირებული შტურმი დაიწყეს. ანტიტერორისტული ოპერაციის პრესცენტრის ცნობით, დონეცკის აეროპორტის შტურმი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დილის 6 საათზე დაიწყო.
სეპარატისტების განცხადებით, მათი კონტროლის ქვეშ აეროპორტის მთელი ტერიტორიაა, უკრაინული სამხედროები კი ამას უარყოფენ.
გუშინ კი სამხედრო ფორმირებებმა უკრაინის ძალოვანების პოზიციების მიმართ ტანკების, „გრადების“, არტილერიის და ნაღმტყორცნების გამოყენებით ცეცხლი არაერთხელ გახსნეს. აეროპორტის შტურმი 4-ჯერ განახლდა, – ნათქვამია ანტიტერორისტული ოპერაციის პრესცენტრის შეტყობინებაში.