რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირმა სანქციების ახალი რეჟიმი დაამტკიცა

საზღვრებს გარეთ დესტაბილიზაციისთვის, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირმა სანქციების ახალი რეჟიმი დაამტკიცა, – ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.

„ახალი მექანიზმი ევროკავშირს საშუალებას მისცემს, რომ ფიზიკური და იურიდიული პირების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთის ფედერაციის მთავრობის ქმედებებსა და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში ჩართულები არიან, სანქციები დააწესოს. ეს არის ის ქმედებები, რაც ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების ფუნდამენტურ ღირებულებებს, მათ უსაფრთხოებას, დამოუკიდებლობასა და მთლიანობას, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებსა და მესამე ქვეყნებს ძირს უთხრის“, – ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში.

აღნიშნული მექანიზმის გამოყენებით, ევროკავშირი სხვადასხვა ჰიბრიდულ საფრთხეებთან გამკლავებას შეძლებს.

“ახალი მექანიზმის მიხედვით, სანქცირებული პირები აქტივების გაყინვას დაექვემდებარებიან და ევროკავშირის მოქალაქეებსა და კომპანიებს მათთვის თანხების გამოყოფა აეკრძალებათ. ამასთან, ფიზიკურ პირებს შეიძლება, მოგზაურობა აეკრძალოთ, რაც მათ ევროკავშირში შესვლასა და გადაადგილებას ხელს შეუშლის“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები