კატალონიის ხელისუფლება მოსახლეობის გამოკითხვის შეჩერების გადაწყვეტილებას გააპროტესტებს
კატალონიის მთავრობა ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლოში 9 ნოემბერს, ესპანეთის ავტონომიური ოლქის სუვერენიტეტის შესახებ მოსახლეობის გამოკოთხვის ჩატარების თაობაზე ბრძანების შეჩერებას გააპროტესტებს. ამის შესახებ უცხოური პრესა წერს. გავრცელებული ინფორმაციით, კატალონიის ხელისუფლება საპროტესტო მიმართვის განხილვას საკონსტიტუციო სასამართლოსგან უმოკლეს დროში ითხოვს. ზუსტად ისე, როგორც სასამართლომ ეს ესპანური ხელისუფლების სარჩელების შემთხვევაში გააკეთა, რომლებშიც მოსახლეობის გამოკითხვის შესახებ დოკუმენტები იყო გასაჩივრებული.