“სისხლის ლაქები, რომელიც საქართველოს ამჩნევია, ჯერ არ გასულა – სალომე ზურაბიშვილი ნახერხის მომყრელის როლს ასრულებს” – ვოლსკი

“სისხლის ლაქები, რომელიც საქართველოს ამჩნევია, მათ შორის, რუსთაველის გამზირს, ჯერ არ გასულა – სალომე ზურაბიშვილი ნახერხის მომყრელის როლს ასრულებს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ვოლსკი აცხადებს.

„ეს სისხლის ლაქები, რომელიც საქართველოს ამჩნევია, მათ შორის, რუსთაველის გამზირს, არ გასულა ჯერ, არც ჭრილობები შეხორცებულა. სალომე ზურაბიშვილი ნახერხის მომყრელის როლს ასრულებს ამ სისხლის ლაქებზე, რომ არ ჩანდეს რაც დახვეწილი მეთოდი იყო მაშინ, როდესაც ხალხს აწამებდნენ. დღეს ის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ლიდერია. მისთვის კონსტიტუცია არ არსებობს, წმინდა პოლიტიკური მოღვაწეა, წარმატება ნაკლებად“, – აღნიშნავს ვოლსკი.

ინფორმაციისთვის, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი შერჩეული ჰყავს, რომელსაც პოლიტიკური წარსული არ აქვს.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები