ჰაიტიში კრიმინალურმა დაჯგუფებამ მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა, დაიღუპა, სულ მცირე, 70 ადამიანი

ჰაიტიში კრიმინალურმა დაჯგუფებამ მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა, შედეგად, სულ მცირე, 70 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ქალები და ბავშვები. 6 000-ზე მეტი ადამიანი კი იძულებული გახდა, გაქცეულიყო.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, შეიარაღებულმა პირებმა მასობრივი სროლა ჰაიტის დედაქალაქ პორტ-ო-პრენსთან ახლოს მდებარე ქალაქში მოაწყვეს, დაწვეს მანქანები და სახლები.

გაერო-ს ადამიანის უფლებათა ოფისის წარმომადგენელმა, თამინ ალ-ხიტანმა აღნიშნა, რომ დაღუპულებს შორის დაახლოებით 10 ქალი და სამი მცირეწლოვანი ბავშვია. მისივე თქმით, კრიმინალურმა დაჯგუფებამ ცეცხლი წაუკიდა, სულ მცირე, 45 სახლსა და 34 მანქანას.

ვარაუდობენ, რომ მსხვერპლთა რაოდენობა ბევრად მეტია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები