მარტვილში, ორსულ ქალს ავტომობილი დაეჯახა
მარტვილში, სოფელ სალხინოში ორსულ ქალს ავტომობილი დაეჯახა.
42 წლის ქალი საავადმყოფოშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა საშუალოდ მძიმეა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.