,,აშშ-ს საელჩოს ასეთი გამომწვევი ჩარევა ქვეყნის შიდა საქმეებში აზიანებს ამ დიდი ქვეყნის იმიჯს და საქართველოში ანტიამერიკელების წისქვილზე ასხამს წყალს” – ნიკა გაბელია

საზოგადოება ,, ქართულის” წევრი ნიკა გაბელია აშშ-ს საელჩოს მიერ ფეისბუქზე გამოქვეყნებულ მორიგ ლოზუნგს, საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობას უწოდებს და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად აფასებს.

,,დემოკრატები ოპოზიციას არ კრძალავენ, ტყვიებს ესვრიან?

ეს კალამბური არ გეგონოთ. ამერიკის საელჩომ დღეს თავის ფბ გვერდზე დადო მიზნობრივი ქარდი „დემოკრატები ოპოზიციას არ კრძალავენ“, რომლითაც კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის უტყუარი ფაქტი და ფრანგი მწერლის ჟან-ლუკ გოდარის ირონიული სიტყვების მართებულობა:“ ამერიკის შეერთებულ შტატებში რევოლუცია არ ხდება, რადგან იქ ამერიკის საელჩო არ არის.”
მთელ ამ ამბავში მთავარი მაინც სხვაა, აშკარაა, რომ აშშ საელჩო საქართველოში, ძლევამოსილი ქვეყნის წარმომადგენლობიდან რიგით ენჯეოდ იქცა, რომლის განცხადების წონა გიგაურ-ლომჯარიას არასამთავრობოსას არ აღემატება. იმიტომაცაა, რომ ბლინკენს, სენატორებს და კონგრესმენებს კვირაში ორჯერ უწევთ განცხადების გაკეთება ქვეყანაზე, რომელიც რუკაზეც კი არ ჩანს. ასეთი ქცევა ამოვარდნილია დიდი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პროტოკოლიდან , იმდენად შეუსაბამო ყურადღებას აქცევს ამხელა ქვეყანა ისეთ პატარა ქვეყანას, როგორიც საქართველოა.
აშშ საელჩოს ასეთი გამომწვევი ჩარევა ქვეყნის შიდა საქმეებში, ჩემი აზრით, აზიანებს ამ დიდი ქვეყნის იმიჯს და საქართველოში ანტიამერიკელების წისქვილზე ასხამს წყალს.
დეტალიდან ჩანს ხოლმე მთელი და ამ ფაქტიდან აშკარაა, რომ აშშ დემოკრატია კრიზისშია და როცა ჩვენ გვმოძღვრავენ ოპოზიციასთან მიმართებაზე, გვინდა შევახსენოთ უდავო ფაქტი და კითხვით მივმართოთ- დემოკრატები ოპოზიციას არ კრძალავენ, ტყვიებს ესვრიან?” – წერს ნიკა გაბელია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები