ირაკლი ქადაგიშვილი – “ოჯახური ღირებულებების დაცვის შესახებ” კანონზე: პრეზიდენტის ვეტო იქნებოდა მორიგი სამართლებრივი და პოლიტიკური უსუსურობის მაჩვენებელი

მმართველი გუნდის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი “ოჯახური ღირებულებების დაცვის შესახებ” კანონის ძალაში შესვლას გამოეხმაურა.

მისი თქმით, კანონზე პრეზიდენტის ვეტო იქნებოდა მორიგი სამართლებრივი და პოლიტიკური უსუსურობის მაჩვენებელი.

“ეს არ არის ერთჯერადი, მიმდინარე პოლიტიკური მომენტი და მიღებული კანონპროექტი. ამავდროულად, ჩვენ ქვეყანაში კანონმდებლობით სრულად არის დაცული ყველა ადამიანის უფლება, მათ შორის, განსხვავებული ცხოვრების წესის მქონე ადამიანების უფლება. მოგახსენებთ იმასაც, რომ პრეზიდენტმა და ვერც ოპოზიციამ ვერ აიღო პასუხისმგებლობა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი კანონპროექტის მიღებაზე. გამომდინარე იქიდან, რომ მათ, სამწუხაროდ, არ აქვთ ხელი პულსზე დადებული, თუ რა უნდა ქართულ საზოგადოებას, მთლიანად გარე შეკვეთაზე არიან დამოკიდებულნი. პრეზიდენტმაც თავი აარიდა კანონპროექტის ვეტოს, რადგან პრეზიდენტის ვეტო იქნებოდა მორიგი სამართლებრივი და პოლიტიკური უსუსურობის მაჩვენებელი,” – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა კანონს “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ” ხელი მოაწერა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები