“მომავალი წლის ბიუჯეტი წინასწარი მონაცემით 31.2 მილიარდი ლარია, რამდენიმე მილიარდი ლარით იზრდება, ნაერთ ბიუჯეტზე მაქვს საუბარი” – კირცხალია

“მომავალი წლის ბიუჯეტი წინასწარი მონაცემით 31.2 მილიარდი ლარია, რამდენიმე მილიარდი ლარით იზრდება, ნაერთ ბიუჯეტზე მაქვს საუბარი”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, ირაკლი კირცხალია აცხადებს.

დეპუტატის თქმით, კიდევ ერთი ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდება.

“ესეც კიდევ ერთი ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდება, როგორც წინა წელს, გახსოვთ, თითქმის 29 მილიარდამდე იყო, კიდევ გახსოვთ რამდენიმე თვის წინ 500 მილიონიანი პროფიციტი, რომელიც დაფიქსირდა და როგორ განაწილდა ეს ყველაფერი.

თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ განაგრძობს ჩვენი ქვეყანა თავისი სამშვიდობო და პრაგმატული პოლიტიკით იმ ეკონომიკურ წინსვლას, რასაც ბოლო წლებია ვხედავთ“, – აცხადებს კირცხალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები