გაეროს ინფორმაციით, რუსები უკრაინელ სამხედროებს ტყვეობის ყველა ეტაპზე აწამებენ

რუსეთის ხელისუფლება უკრაინელ სამხედროებს ტყვეობის ყველა ეტაპზე რეგულარულად აწამებს,- ამის შესახებ შესახებ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) ანგარიშშია აღნიშნული.

OHCHR-ის ანგარიშის თანახმად, რუსები სისტემატურად აწამებენ და არაადამიანურად ეპყრობიან უკრაინელ სამხედროებს.

OHCHR-ის მიერ გამოკითხული 174 სამხედრო ტყვედან 169-ის ჩვენებების თანახმად, არაადამიანურ მოპყრობას ინტენსიური ხასიათი აქვს.

„წამება მოიცავს ცემას, ელექტრო შოკს, სექსუალურ ძალადობას, იძულებით ექსტრემალურ ფიზიკურ დატვირთვას, ძილის ნაკლებობას, იმიტირებული სიკვდილით დასჯას და მუქარას“, – აღნიშნულია ანგარიშში.

გარდა ამისა, ანგარიშში ნათქვამია, რომ ციხის მცველებმა ასეთი მოპყრობის შესახებ იცოდნენ და მათ პრევენციის შესაძლებლობა ჰქონდათ. ასევე, უკრაინელი სამხედრო ტყვეების მიმართ სასტიკი მოპყრობისა და სიკვდილით დასჯის შესახებ რუსეთის ოფიციალური პირების საჯარო მოწოდებები აღინიშნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები