კონსტანტინ ზატულინი: რუსეთი ცხინვალიდან და სოხუმიდან ჯარებს არ გაიყვანს

რუსეთის დუმის დეპუტატის, კონსტანტინ ზატულინის განცხადებით, რუსეთი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკების საქართველოსთვის დაბრუნების ვარიანტს არ განიხილავს.

მისი თქმით, მოსკოვი შეასრულებს უსაფრთხოების ყველა შეთანხმებას, ხოლო ჯარებს რეგიონებიდან არ გაიყვანს.

“ჩვენ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან უსაფრთხოების საკითხებზე შეთანხმებები გვაქვს. ლავროვმა რაც თქვა, ის ჯარების გაყვანას არ გულისხმობდა. საქმე ისაა, რომ აუცილებელია აფხაზეთში, ოსეთსა და საქართველოში არსებული რეალობის აღიარება, სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ფარგლებში რაიმე სახის რეალური ურთიერთქმედების ფორმების ჩამოყალიბება”, – განმარტა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები