ანჯეი დუდა: პუტინმა და მისმა გენერლებმა კარგად იციან, რომ ვინც პირველი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს, დაწყევლილი იქნება

პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და მისმა გენერლებმა კარგად იციან, რომ ვინც პირველი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს „დაწყევლილი იქნება“.

„თუ ამას მშვიდად და პანიკის გარეშე შევხედავთ, ცხადი უნდა იყოს: ის იმეორებს იმას, რაც მრავალი წელია რუსეთის სამხედრო დოქტრინაშია დაფიქსირებული, რომ რუსეთი იტოვებს უფლებას, გამოიყენოს ნებისმიერი საშუალება, მათ შორის, რა თქმა უნდა, ბირთვული იარაღი, რუსეთისთვის საფრთხის შემთხვევაში“, – აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, კრემლის ლიდერმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვს უფლება აქვს რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ აგრესიის დროს ბირთვული იარაღი გამოიყენოს.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები