გაზაფხულიდან გზების პერიოდული შეკეთების სამუშაოები დაიწყება

  მიმდინარე წლის გაზაფხულიდან, გზების პერიოდული შეკეთების სამუშაოები დაიწყება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეებმა ნუგზარ გასვიანმა და ვაჟა ფანჩულიძემ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის რიკოთი–ქუთაისის მონაკვეთი დაათვალიერეს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გადაწყვეტილება მონიტორინგის შედეგად მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მიიღეს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ბალანსზე არსებული გზების მდგომარეობის შესწავლისა და 2014 წელს განსახორციელებელი შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით, დეპარტამენტის ხელმძღვანელობა, ქვეყნის მასშტაბით, საგზაო ინფრასტრუქტურის მონიტორინგს აწარმოებს. აღნიშნული სახის გასვლითი ღონისძიებები, პირველ ეტაპზე ბათუმი-თბილისის მიმართულებით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები