Reuters: ლიბანში პეიჯერების აფეთქებამ „ჰეზბოლას“ 1 500-მდე მებრძოლი ქმედითუუნარო გახადა

ლიბანში, პეიჯერების და რაციების აფეთქების შედეგად დაჯგუფება „ჰეზბოლას“ 1 500-მდე მებრძოლი ქმედითუუნარო გახდა,- ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, მებრძოლთა უმეტესობამ მხედველობა დაკარგა, ხოლო ნაწილი კიდურების გარეშე დარჩა.

როგორც Reuters-ი იუწყება, მიუხედავად იმისა, რომ პეიჯერების აფეთქებამ „ჰეზბოლას“ სერიოზული ზიანი მიაყენა, დაჯგუფებას მაინც ჰყავს 40-დან 50 ათასამდე მებრძოლი. დაჯგუფების ლიდერის, ჰასან ნასრალას განცხადებით კი, „ჰეზბოლას“ 100 ათასი მებრძოლი ჰყავს.

შეგახსენებთ, რომ სექტემბერში, ლიბანში, პეიჯერები და რაციები აფეთქდა, რომლებსაც „ჰეზბოლას“ წევრები იყენებდნენ. შედეგად 39 ადამიანი დაიღუპა. ლიბანი და „ჰეზბოლა“ მომხდარში ისრაელს ადანაშაულებენ, ისრაელი კი ბრალდებებს უარყოფს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები