რობერტ ფიცოსთვის გაგზავნილ კონვერტში ტყვია აღმოაჩინეს

დღეს დილით, სლოვაკეთის მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს გაუგზავნეს კონვერტი, სადაც ტყვია აღმოაჩინეს,- ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.

როგორც მედია წერს, პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოსთვის განკუთვნილი ფოსტის შემოწმებისას, კონსტიტუციური თანამდებობის პირებისა და დიპლომატიური მისიების დაცვის ოფისის წევრები წააწყდნენ კონვერტს, რომელმაც მათი ყურადღება მიიპყრო. შემდგომმა რენტგენოლოგიურმა შემოწმებამ აჩვენა, რომ მასში ტყვია იყო.

გავრცელებული ინფორმაციით, წერილი უცნობი ადგილიდან გაიგზავნა. პოლიციამ გამოძიება დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები