ვიდრე უკრაინელებს წინააღმდეგობის გაწევა სურთ, ჩვენ მათ მხარი უნდა დავუჭიროთ – ჯოზეფ ბორელი

ვიდრე უკრაინელებს წინააღმდეგობის გაწევა სურთ, ჩვენ მათ მხარი უნდა დავუჭიროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისტორიულ შეცდომას დავუშვებთ, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ნიუ-იორკში, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„თავიდან არავის ჰქონდა იმის იმედი, რომ უკრაინა წინააღმდეგობის გაწევას შეძლებდა და რა შევთავაზეთ უკრაინას დასაწყისში? ჩვენ ჩაფხუტები შევთავაზეთ, ახლა კი F-16-ებს ვთავაზობთ. განსხვავება შესამჩნევია. ჩვენ ეს უნდა გავაგრძელოთ.

არ ვიცი რას გააკეთებენ ან არ გააკეთებენ ამერიკელები, აშშ, ახალი პრეზიდენტი, მაგრამ, ჯერჯერობით, ევროკავშირის სამხედრო, სამოქალაქო, ეკონომიკური, ფინანსური და ჰუმანიტარული მხარდაჭერა, უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ის. 100 მილიარდ ევროზე მეტია ის თანხა, რომელიც ჩვენ გამოვყავით, მათ შორის 45 მილიარდი  სამხედრო მხარდაჭერისთვის. რა თქმა უნდა, ეს აშშ-ზე ნაკლებია, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. სანამ უკრაინელებს წინააღმდეგობის გაწევა სურთ, ჩვენ მათ მხარი უნდა დავუჭიროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ისტორიულ შეცდომას დავუშვებთ”, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

ჯოზეფ ბორელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს, რადგან მხარდაჭერის გარეშე უკრაინა იძულებული გახდება, კაპიტულაცია გამოაცხადოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები