აზერბაიჯანში სპეციალური საკარანტინო რეჟიმი გაგრძელდა

აზერბაიჯანის მთავრობამ კორონავირუსული ინფექციის გავრცელებით გამოწვეული განსაკუთრებული საკარანტინე რეჟიმი 2025 წლის 1 იანვრამდე გააგრძელა,- ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

შესაბამის განკარგულებას აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა, ალი ასადოვმა მოაწერა ხელი. განსაკუთრებული საკარანტინე რეჟიმი იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის სახმელეთო საზღვრები, მათ შორის საქართველოსთან, 2025 წლის 1 იანვრამდე დარჩება დაკეტილი.

შეგახსენებთ, ქვეყანაში კორონავირუსის (COVID-19) გავრცელებისა და მისი შესაძლო გართულებების პრევენციის მიზნით, სპეციალური საკარანტინო რეჟიმის ვადა 1 ოქტომბერს უნდა ამოწურულიყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები