“ეს ომი მოლაპარაკებებით ვერ დასრულდება, რუსეთს უნდა აიძულონ მშვიდობის დამყარება” – ვოლოდიმირ ზელენსკი

ეს ომი მოლაპარაკებებით ვერ დასრულდება, რუსეთს უნდა აიძულონ მშვიდობის დამყარება,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ომის დასასრულებლად კონკრეტული ქმედებებია აუცილებელი. მისივე თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა აღიაროს უკრაინის თავდაცვის უფლება, რათა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა დაცული იყოს.

ამავე დროს, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ გამოხატა უკრაინის მიმართ მხარდაჭერა. ჯოზეფ ბორელის თქმით, ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას და მნიშვნელობა არ აქვს როგორი იქნება აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პოზიცია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები