ლიბანში, ისრაელის იერიშის შედეგად, ჰეზბოლას უფროსი მეთაური დაიღუპა

ისრაელმა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში საცხოვრებელ კორპუსზე იერიში მიიტანა, რის შედეგადაც “ჰეზბოლას” უფროსი მეთაური, იბრაჰიმ ქუბაისი დაიღუპა,- ინფორმაცია ტერორისტულმა ორგანიზაციამ დაადასტურა.

ოპერაციის შემდეგ, ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) გამოაქვეყნა იერიშის ამსახველი ვიდეო.

ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელის ორდღიან იერიშს 560-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

ამავდროულად, “ჰეზბოლამ” განაცხადა, რომ დაიწყო ტარგეტირებული საჰაერო იერიშები თელ-ავივთან ახლოს, მოსადის სათავო ოფისზე.

IDF-ის ინფორმაციით, ყველა რაკეტა ჩამოგდებულია და “ჰეზბოლას” იერიშს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები