აშშ-ში ტრამპის მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულს ბრალი წაუყენეს

რაიან რუტს, რომელიც 15 სექტემბერს მას შემდეგ დააკავეს, რაც დონალდ ტრამპის გოლფი კლუბის ღობესთან ავტომატით ხელში შენიშნეს, პრეზიდენტობის კანდიდატის მკვლელობის მცდელობისთვის ოფიციალურად წაუყენეს ბრალი.

“იუსტიციის დეპარტამენტი არ შეეგუება ძალადობას დემოკრატიის არსის წინააღმდეგ და ვიპოვით და პასუხისგებაში მივცემთ მათ, ვინც ამას აკეთებს. ეს უნდა დასრულდეს”, – განაცხადა გენერალურმა პროკურორმა, მერი გარლანდმა.

როგორც Reuters-ი წერს, რუტს ბრალი ჯერ არ უღიარებია. მისი ადვოკატები კი დაკავებულის გირაოთი გათავისუფლებას ცდილობდნენ.

პროკურორებმა წარადგინეს მტკიცებულებები, რომლებიც, მათი განცხადებით, ამტკიცებს, რომ რუტს ტრამპის მკვლელობა სურდა. გამოძიების თანახმად, ინციდენტამდე რამდენიმე თვით ადრე ბრალდებულმა არაიდენტიფიცირებულ პირს წერილი გადასცა, სადაც დონალდ ტრამპზე თავდასხმაზე მიანიშნებდა.

პროკურატურის თქმით, რუტი ერთი თვით გაჩერდა სამხრეთ ფლორიდაში და მობილური ტელეფონის მონაცემებმა აჩვენა, რომ ის ტრამპის რეზიდენციიდან ახლოს იმყოფებოდა. მას უპოვეს თარიღების და ადგილების ხელნაწერი სია, სადაც ტრამპი სიტყვით გამოვიდა ან აპირებდა გამოსვლას.

ამერიკაში მკვლელობის მცდელობისთვის მაქსიმალური სასჯელი უვადო პატიმრობაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები