ტაილანდის მეფემ ერთსქესიანთა ქორწინების კანონპროექტს ხელი მოაწერა

ტაილანდის მეფემ ხელი მოაწერა ერთსქესიანთა ქორწინების კანონპროექტს, რითაც ქვეყანა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში პირველია, რომელმაც ერთსქესიანთა კავშირი აღიარა,- ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

წყაროს ცნობით, კანონპროექტი მომავალი წლის 22 იანვრიდან ამოქმედდება.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალ კანონში გამოყენებულია გენდერულად ნეიტრალური ტერმინები „ქმარი“, „ცოლი“, „კაცი“ და „ქალი“ და ის ერთსქესიან წყვილებს შვილად აყვანისა და მემკვიდრეობის უფლებებს ანიჭებს.

“გილოცავთ ყველას სიყვარულს. სიყვარული იმარჯვებს”,- დაწერა პრემიერ-მინისტრმა პაეტონგტარნ შინავატრამ X-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები