დონალდ ტრამპი: ირანი ჩემს სიცოცხლეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა „რესპუბლიკური“ პარტიიდან, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ირანი მის სიცოცხლეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის.

„ირანი ჩემს სიცოცხლეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის. აშშ-ის შეიარაღებული ძალები ამ ყველაფერს თვალს ადევნებს და ელოდება. ირანმა უკვე გადაგა ნაბიჯები, წარმატებას ვერ მიაღწია, მაგრამ კიდევ ერთხელ ცდის“, – დაწერა ტრამპმა.

მან ასევე დასძინა, რომ გარშემორტყმულია მრავალი შეიარაღებული ადამიანით, რაც მანამდე ასე არ ყოფილა. ტრამპმა ასევე მადლობა გადაუხადა აშშ-ის კონგრესს, რომელმაც საიდუმლო სამსახურს დამატებითი თანხები გამოუყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები