სერბეთის პრეზიდენტი: ჩვენ არც რუსეთის და არც ამერიკის სამსახურში არ ვართ

ჩვენ არც რუსეთის და არც ამერიკის სამსახურში არ ვართ. გვაქვს ჩვენი პოლიტიკა და ჩვენი ინტერესები – ამის შესახებ გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე სიტყვის გამოსვლისას სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა.

პრეზიდენტმა დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდა, ტერიტორიული მთლიანობის საკითხებში სერბეთს ისევე დაუჭირონ მხარი, როგორც ამას უკრაინასთან მიმართებით აკეთებენ.

„როდესაც ლიდერები აქ დიდი ენთუზიაზმით საუბრობენ უკრაინის თავისუფლების აუცილებლობაზე, გაეროს და მისი წესდების, რეზოლუციების დაცვაზე, გვიჩნდება კითხვა – რატომ არ იცავენ ისინი გაეროს რეზოლუციას, როდესაც საქმე ეხება სერბეთის ტერიტორიულ მთლიანობას? მსოფლიო უკრაინაზე ლაპარაკობს, სერბეთზე ლაპარაკს კი ვერ ბედავს. ამბობენ, თითქოს ჩვენ ბალკანეთში ომს დავიწყებთ რუსეთის დაკვეთით. ისინი ორ წელზე მეტია ტყუიან. ჩვენ არც რუსეთის სამსახურში ვართ, არც ამერიკის. ჩვენ გვაქვს ჩვენი პოლიტიკა და ჩვენი ინტერესები“, – განაცხადა ვუჩიჩმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები