უკრაინელებმა რუსების 28 დრონი და 4 რაკეტა გაანადგურეს

რუსეთმა 25 სექტემბრის ღამეს უკრაინის მიმართულებით 32 “კამიკაძე-დრონი“ გაუშვა, მათგან 28 უკრაინის საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა, – ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალები ავრცელებს.

საჰაერო ძალებში განმარტავენ, რომ რუსებმა ხარკოვის ოლქს С-300 ტიპის საზენიტო მართვადი რაკეტითა და სამი დაუზუსტებელი ტიპის რაკეტით დაარტყეს, ოდესის ოლქს – შავი ზღვის საჰაერო სივრციდან Х-59/69 ტიპის 4 რაკეტით, ასევე Shahed-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები გაუშვეს რუსეთის ფედერაციის პრიმორსკო-ახტარსკია და კურსკის ტერიტორიებიდან.

საჰაერო თავდაცვა მოქმედებდა დნეპროპეტროვსკის, ხარკოვის, კიევის, ჩერკასის, კიროვოგრადის, სუმის, პოლტავას, ნიკოლაევის, ოდესისა და ხერსონის ოლქებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები