გაეროში ისრაელის ელჩი: ისრაელი ღიაა ლიბანში კონფლიქტის დეესკალაციის იდეებისთვის

ისრაელი ღიაა ლიბანში კონფლიქტის დეესკალაციის იდეებისთვის, – ამის შესახებ გაეროში ისრაელის ელჩმა, დენი დანონმა განაცხადა.

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, არის მნიშვნელოვანი ძალები, რომლებიც ცდილობენ იდეების გამომუშავებას და ჩვენ ამისთვის გონებაგახსნილი ვართ. ჩვენ არ გვინდა სადმე სახმელეთო შეჭრა, გვირჩევნია დიპლომატიური გადაწყვეტა. ჩვენ ჯერ კიდევ ვფიქრობთ, რომ ძალიან გვიან არ არის ლიბანის მთავრობისთვის, ლიბანელი ხალხისთვის, რომ მოახდინონ ზეწოლა „ჰეზბოლაზე“, რათა შეაჩერონ მათი აგრესია“, –  აღნიშნა მან ჟურნალისტებთან.

გარდა ამისა, ჟურნალისტის კითხვაზე, რა იდეებს განიხილავენ ამჟამად, დანონმა განაცხადა, რომ დეტალების შესახებ ვერ ისაუბრებს.

„ჩვენ ჯერ კიდევ ვფიქრობთ, რომ არ არის გვიანი ლიბანის მთავრობისთვის, ლიბანელი ხალხისთვის, მოახდინოს ზეწოლა „ჰეზბოლაზე“, რათა შეაჩეროს მათი აგრესია. თუ ისინი არ გაუშვებენ რაკეტებს ისრაელში, მაშინ ჩვენ შევძლებთ ჩვენი მაცხოვრებლების დაბრუნებას“, – დასძინა ელჩმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები