რუსეთი უცხოეთში რუსოფობიისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაწესებას გეგმავს

უცხოეთში რუსოფობიისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაწესების წინადადებას რუსეთის მთავრობა დადებითად აფასებს,- ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

კანონმდებლობის მიხედვით, რუსოფობიად განიხილება რუსეთის მოქალაქეების მიმართ უცხოელი თანამდებობის პირების, საერთაშორისო ორგანიზაციების თანამდებობის პირების ან უცხო ქვეყნის მოქალაქეების მხრიდან დისკრიმინაცია ან მსგავსი ქმედებებისკენ საჯარო მოწოდებები.

კანონპროექტის თანახმად, ასეთ დანაშაულში ბრალდებულებს რუსეთის სასამართლოები დაუსწრებლად გაასამართლებენ.

რუსოფობიისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შემოღების ინიციატივა რუსეთში შარშან წარადგინეს. მაშინ მთავრობის საკანონმდებლო საქმიანობის კომისიამ ამ წინადადებას მხარი დაუჭირა. კანონპროექტში საუბარია სწორედ რუსეთის მოქალაქეებისა და მუდმივი რეზიდენტების მიმართ უცხოეთში განხორციელებულ დისკრიმინაციაზე. რუსეთის ტერიტორიაზე რუსოფობიისთვის პასუხისმგებლობის დაწესება არ იგეგმება. ასევე არ არის განმარტებული, რა შეიძლება ჩაითვალოს დისკრიმინაციად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები