თურქეთში, სასწავლო თვითმფრინავის ჩამოვარდას ორი ადამიანი ემსხვერპლა

თურქეთში, ქალაქ ბურსაში, ენიშეხირის აეროპორტში, სასწავლო – სავარჯიშო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რის შედეგადაც პილოტი და კურსანტი დაიღუპნენ,- ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მცირე ზომის თვითმფრინავი კერძო სასწავლო კომპანიას ეკუთვნოდა. მისი ჩამოვარდნის შედეგად პილოტები ადგილზე დაიღუპნენ.

შემთხვევის ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები, სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები და პოლიცია იყო მობილიზებული.

თვითმფრინავის ჩამოვარდნის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობი, მას ექსპერტიზა დაადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები