ლიბანის პრემიერ-მინისტრი: ისრაელის იერიშების მიზანი ლიბანის სოფლებისა და ქალაქების განადგურებაა

ლიბანის პრემიერ-მინისტრი, ნაჯიბ მიკატი აცხადებს, რომ ისრაელის იერიშების მიზანი ლიბანის სოფლებისა და ქალაქების განადგურებაა.

მიკატიმ გააუქმა ვიზიტი ნიუ-იორკში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე და მოუწოდა ქვეყნებს, აგრესიის შესაჩერებლად ზომები მიიღონ.

ინფორმაციისთვის, ისრაელმა ლიბანში „ჰეზბოლას“ 300-ზე მეტ სამიზნეს დაარტყა. ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, ისრაელის იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 182-მდე გაიზარდა, დაშავებულია, სულ მცირე, 727 ადამიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები