გაერომ გეგმა “მომავლის პაქტი” მიიღო

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა გეგმას, რომელიც 21-ე საუკუნის გამოწვევების გადასალახად მსოფლიოს ქვეყნების გაერთიანებას ითვალისწინებს.

“მომავლის პაქტი“ გაეროს 193 წევრ სახელმწიფოს მოუწოდებს, მათი დაპირებები რეალურ ქმედებებად გადააქციონ, რომლებიც პლანეტას უკეთესობისკენ შეცვლიან.

გეგმის მიზანია, ხელი შეუწყოს საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას, ინკლუზიურ საზოგადოებას. პაქტი ასევე უნდა იყოს იმის გარანტია, რომ ტექნოლოგიები კაცობრიობის საყოველთაო კეთილდღეობისთვის იქნება გამოყენებული.

დოკუმენტის მიღებას მხარი არ დაუჭირეს: რუსეთმა, ჩრდილოეთ კორეამ, ნიკარაგუამ, სირიამ, სუდანმა, ირანმა და ბელარუსმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები