დანიის პრემიერი: დავასრულოთ დისკუსია წითელი ხაზების შესახებ, იარაღის გამოყენებაზე უკრაინისთვის შეზღუდვები უნდა მოიხსნა

დანიის პრემიერ-მინისტრი, მეტე ფრედერიკსენი უკრაინის მოკავშირეებს მოუწოდებს, მწვანე შუქი აუნთონ უკრაინას მათ მიერ მიწოდებული იარაღის რუსეთის წინააღმდეგ შორ მანძილზე გამოყენებისთვის,- ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

„ჩემი წინადადებაა, დავასრულოთ დისკუსია წითელი ხაზების შესახებ. არის მუდმივი დისკუსია იმის თაობაზე, გვაქვს თუ არა ამის უფლება. მართლაც კარგი იქნება, რომ შეწყდეს არსებული შეფერხებები და ვფიქრობ, რომ იარაღის გამოყენებაზე შეზღუდვები უნდა მოიხსნას“, – განაცხადა ფრედერიკსენმა.

„ყველაზე მნიშვნელოვანი წითელი ხაზი უკვე გადაკვეთილია და ეს მაშინ მოხდა, როდესაც რუსები უკრაინაში შევიდნენ. არასოდეს მივცემ არავის უფლებას, რუსეთიდან გადაწყვიტოს, რა არის სწორი, რაც უნდა გაკეთდეს ნატოში, ევროპასა თუ უკრაინაში“, – აღნიშნა დანიის პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები