აქციები ჰონგკონგში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჩამოყალიბების 65 წლის იუბილეზეც გრძელდება
დღეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჩამოყალიბების 65 წლისთავია. ამ დღეს ჰონგკონგის ცენტრში საპროტესტო აქციები კვლავ გრძელდება. ჰონგკონგის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ლიან ჩჟენიინმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ პროგრესის მიღწევისთვის ჰინგკონგმა პეკინთან უნდა ითანამშრომლოს. აქციის მონაწილეები არ ეთანხმებიან ადგილობრივ ხელისუფლებას და ჩინეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ჰონგკონგის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტზე კანდიდატების არჩევის პროცესში ჩარევის წინააღმდეგ გამოდიან. აქტივისტების მოლოდინით, დღის ბოლოს ქუჩებში ხალხის რაოდენობა ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწევს.