უცხოური მედია: ოქტომბერში, შესაძლოა, ვოლოდიმირ ზელენსკი სი ძინპინს შეხვდეს
ოქტომბერში, შესაძლოა, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ჩინეთის ლიდერს, სი ძინპინს შეხვდეს,- ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
„ახლა ჩვენ ყველანი უკრაინაში ველოდებით კონტაქტებს, პირდაპირ კონტაქტებს პრეზიდენტ ზელენსკისა და პრეზიდენტ სი ძინპინს შორის,- განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, ალექსანდრ ჩალიმ ჩინეთში დიპლომატიურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
ჩინეთის საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტის ევროპული კვლევების დეპარტამენტის დირექტორმა, ცუი ჰუნცზიანმა ფორუმის მსვლელობისას განაცხადა, რომ ჩინეთი მზად არის შეუერთდეს სამშვიდობო სამიტს.
„ჩვენ მზად ვართ გავაკეთოთ ყველაფერი, რაც ხელს შეუწყობს მშვიდობას“, – განაცხადა ცუიმ.