პოლონეთში საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს, რომლებიც ინკასატორების დაყაჩაღებაში არიან ეჭვმიტანილი

პოლონეთში, ინკასატორების დაყაჩაღებაში ეჭვმიტანილი საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს. ქალაქ პოზნანის პოლიციის ინფორმაციით, ქართველების დაჯგუფება 2018 წლიდან ჩადიოდა დანაშაულს. საერთო ჯამში ზარალი ხუთ მილიონ ზლოტს აღწევს.

არსებული ინფორმაციით, დამნაშავეების დაკავებაში პოლონელ სამართალდამცველებს ქართული მხარე ეხმარებოდა.

ბრალდებულებს 20-წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

“გამოძიების მსვლელობისას პოზნანის პოლიციას მნიშვნელოვანი დახმარება აღმოუჩინა პოლიციის ატაშემ, პოლკოვნიკმა გიორგი გამსახურდიამ, რომელმაც შეაგროვა ბევრი ღირებული ინფორმაცია და გადასცა პოზნანის კრიმინალურ პოლიციას”, – წერია პოზნანის პოლიციის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები