ჩერნობილის ზონაში, ხანძრის ახალ კერას, 400-მდე მეხანძრე აქრობს

კიევის რეგიონში, ჩერნობილის ზონაში ღია ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის ახალი კერის ჩაქრობას უკვე მეორე დღეა ცდილობენ,- ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ხანძრის ქრობის ოპერაციაში 400-მდე მეხანძრეა ჩართული. ადგილზე მუშაობს საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის 103 ერთეული ტექნიკა, ასევე სატყეო მეურნეობის 17 ერთეული ტექნიკა. ძლიერი ქარის გამო ხანძარი სწრაფად ვრცელდება ახალ უბნებზე.

3 სექტემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩერნობილის ზონაში ტყის ნიადაგზე ხანძარი დაახლოებით 20 ჰექტარზე იყო გავრცელებული. ამ დროისთვის ხანძარმა 2600 ჰექტარზე მეტი ტერიტორია მოიცვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები