მზის სისტემის ყველაზე საინტერესო თანამგზავრები
მზის სისტემის თანამგზავრთა საკამოდ საინტერესო შედარება გააკეთა ნასას კვლევითმა ლაბორატორიამ, რომელიც კონკრეტულად თანამგზავრებს იკვლევს. უცნაური მიკროპლანეტების სიაში მოხვდნენ ისეთი თანამგზავრები, როგორიცაა წყლის ოკეანით შემოფარგლული ევროპა, იო – რომელზეც ნამდვილი ვულკანური ჯოჯოხეთია, განიმედი – რომელიც ძალიან წააგავს მთვარეს და გააჩნია მაგნიტური პოლუსები, რაც საკმაოდ იშვიათი მოვლენაა მზის სისტემის თანამგზავრებისთვის. ასევე მუდმივი დაკვირვების ქვეშაა მარსის ორივე თანამგზავრი – ფობოსიც და დეიმოსიც, ისინი ასტეროიდების მუდმივი შეტევის საგანს წარმოადგენენ, ამიტომ მათი ფორმები საკმაოდ ხშირად იცვლება.