გორდულაძე – ლაშა ბაქრაძეზე: ადამიანი, რომელიც თავის თავს კაცს უწოდებს, ასეთი არაკაცური განცხადებებით არ უნდა იყოს გამორჩეული
„ადამიანი, რომელიც თავის თავს კაცს უწოდებს, ასეთი არაკაცური განცხადებებით არ უნდა იყოს გამორჩეული”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, არჩილ გორდულაძემ ლაშა ბაქრაძის განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.
“ნებისმიერ შემთხვევაში, ყველას მოვუწოდებთ, რომ თავი შეიკავონ ასეთი განცხადებებისგან, განსაკუთრებით როდესაც ადამიანის ღირსებას ეხება საქმე. თუ ოდნავი ღირსება მაინც გააჩნია ადამიანს, დარწმუნებული ვარ, ასეთ განცხადებას არ უნდა აკეთებდეს. მნიშვნელოვანია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ასეთი სიძულვილის ენის გამოყენება, ობიექტური დამკვირვებლის და მონიტორინგის ანგარიშებში აუცილებლად მოხვდეს“, – აღნიშნა დეპუტატმა.
ცნობისთვის, “ნაცმოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ლაშა ბაქრაძემ სიტყვით გამოსვლისას „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შეურაცხყოფა მიაყენა.