პროკურორის თქმით, 21 წლის ქეთევან ჯავახიშვილის მკვლელობაში ბრალდებულმა პენიტენციური დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსის მოადგილე სცემა

21 წლის ქეთევან ჯავახიშვილის მკვლელობაში ბრალდებულმა პენიტენციური დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსის მოადგილე სცემა.

შესაბამისი ინფორმაცია საქმის პროკურორმა, ლევან ვეფხვაძემ სასამართლო პროცესზე გაავრცელა.

პროკურორის თქმით, საქმეზე გამოძიება დაწყებულია.

ქეთი ჯავახიშვილი 28 თებერვალს, ლილოში, სახლთან ახლოს მოკლეს. დამნაშავეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები