მათივე ცნობით, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა თერთმეტი პირი, მათგან დაკავებულია ორი.

„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში მხილებული პირებისგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი სხვადასხვა დასახელების ჯამში 17 483 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო  ღირებულება 90 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის  კოდექსის მე-200 მუხლით, რაც სასჯელის სახით 6-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.