თიბისი ფეი: თანამედროვე გამოწვევების თანამედროვე გადაწყვეტა

ფინანსების მართვა უფრო და უფრო რთული ხდება – საბანკო სესხებით დაწყებული, კომუნალური გადასახადებით დამთავრებული, ბევრ ჩვენგანს უწევს თანხების მუდმივი თვლა და კონტროლი, რაც, ალბათ ყველა ვთანხმდებით, რომ არც თუ ისე სასიამოვნო პროცესია.

თუკი გსურს, რომ ყველა გადასახადი ერთ სივრცეში მოაქციო და სტრუქტურირებულად მართო შენი ფინანსები, მაშინ თიბისი ფეი ისაა, რაც გჭირდება – აქ იპოვი ყველა ტიპის გადასახადს, ჯარიმებს, სახელმწიფო სერვისებს, პარკინგს, გზავნილებს და უნივერსიტეტის გადასახადსაც კი… მოკლედ, ყველაფერს, რისი გადახდაც შეიძლება დაგჭირდეს ერთჯეNრადად თუ ყოველთვიურად.

თიბისი ფეის აპლიკაცია და ვებსაიტი მუდმივად განახლებადია, გამოირჩევა დახვეწილი დიზაინითა და მარტივი ნავიგაციით. აქ გზის გაკვალვა არ უნდა გაგიჭირდეს და სასურველი პროცესიც მარტივად, სულ რამდენიმე წუთში უნდა დაასრულო.

თუკი რეგისტრაციას გაივლი, მაშინ შეძლებ, პირადი კაბინეტი გააკეთო, შეინახო შაბლონები დაამატო ფავორიტი სერვისები, ჩართო ავტომატური გადახდები და ასე შემდეგ.

მოკლედ, თიბისი ფეიზე შეგიძლია, მნიშვნელოვნად გაიმარტივო ფინანსების მართვის პროცესი, დაზოგო დროც და, ხშირ შემთხვევაში, თანხაც.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები