“დღეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო, მსურველებს შეუძლიათ, პროფესიები შეარჩიონ და სახელმწიფოს სრული დაფინანსებით ესა თუ ის პროგრამა დაამთავრონ” – მათე ტაკიძე

დღეს, 2 სექტემბერს  პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო. რეგისტრაცია 22 სექტემბრამდე გაგრძელდება. ამის შესახებ მედიაჰოლდინგ  “კვირას” პრესკლუბში  სტუმრობისას პროფესიულ კოლეჯ „სპექტრის“ დირექტორმა, მათე ტაკიძემ განაცხადა.

“დღეს   პროფესიული განათლების სისტემაში   რეგისტრაცია  დაიწყო.  მინდა,  მოსახლეობას ვაუწყო, რომ  გეოგრაფიულად დაფარვა ძალიან მაღალია.  მსურველებს შეუძლიათ,  ნებისმიერ მიმართულებაზე შეარჩიონ ის პროფესიები,  რომელიც სჭირდებათ. შესაბამისად, სახელმწიფოს სრული დაფინანსებით  ესა თუ ის პროგრამა დაამთავრონ. პროგრამებზე ხელმისაწვდომობა ძალიან მაღალია.     ეს შანსი გამოვიყენოთ. პროფესიული განათლება გახლავთ ალტერნატივის გარეშე, წარმატებისკენ  ყველაზე მოკლე გზა  , დიდი ხიბლია იმისა, რომ ადამიანი ძალიან მოკლე პერიოდში გახდეს  პროფესიონალი,  საჭირო კადრი ,  როგორც ბიზნესისთვის, ასევე საჯარო სამსახურებისთვის. პროფესიულ განათლებაში ბოლო პერიოდში  პრაგმატულმა აზროვნებამ მოიმატა, ძალიან საინტერესო მიდგომები ჩამოყალიბდა. ახალგაზრდებს უნდათ, სჭირდებათ, ხშირად რეგისტრირდებიან,  პროფესიული განათლების მიმართულებებს ამთავრებენ.     მინდა ჩვენს მსმენელებს ვაუწყო, რომ დარეგისტრირება ძალიან მარტივად ხდება.   ნებისმიერს შეუძლია vet. emis. ge-ზე   შევიდეს, სასურველი კოლეჯი აირჩიოს, მაგალითად,  კოლეჯი “სპექტრი”, სადაც შეუძლიათ,  სასურველი 23 პროფესია აირჩიონ ,  რომელზეც მიღება გვაქვს გამოცხადებული.   რეგისტრაცია ძალიან მარტივად, კოლეჯში მოუსვლელად შეუძლიათ,  გაიარონ.

რეგისტრაცია 22 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. საქართველოში ყველა მსურველს აქვს საშუალება,  მოგვმართოს, დარეგისტირდეს. ყოველგვარი გადასახადის გარეშე  სასურველი პროფესია  მიიღოს.  ჩვენ ვაძლევთ გარანტიას ჩვენთან, ბიზნესთან, პარტნიორებთან, საერთაშორისო დონორებთან  ერთად დასაქმების, სოლიდური,  კარგი  კარიერის შექმნის   საშუალება  მივცეთ.

პროფესიული განათლების სისტემაში, კოლეჯ “სპექტრში”   დიდი მომართვიანობა გვაქვს, შეგვიძლია, წარმატებისკენ გზა ბევრ ადამიანს გავუხსნათ.” – განაცხადა ტაკიძემ.

მისი თქმით, დღეს პროფესიული განათლება   ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის   მნიშვნელოვანი სექტორია.

“პროფესიულ განათლებაში ბევრი სიახლე გახლავთ,  მათ შორის ჩვენთან, ასევე სხვადასხვა პროფესიული კოლეჯის სეგმენტში. ჩვენ წელს ძალიან საინტერესო პროგრამები გამოვაცხადეთ. ყურდაღებას ინტეგრირებულ პროგრამებზე გავამახვილებ. რა არის ინტეგრირებული პროგრამა – როდესაც მოსწავლე ზოგად განათლებას ამთავრებს, საბაზო განათლების შემდეგ  შეუძლია, პროფესიულ განათლებაში ინტეგრირებული პროგრამები შეარჩიოს. ასეთი 3 პროგრამაა :  კონდიცირება,  ენერგეტიკა, სახვითი ხელოვნება,  სადაც მოსწავლეს შეუძლია,   არა მხოლოდ პროფესიული განათლება მიიღოს, არამედ საშუალო განათლების პროფესიული სასკოლო ატესტატიც, რაც იმას ნიშნავს,  რომ ის ასევე  სკოლადამთავრებული იქნება.  ჩვენ პირველი გამოშვება უკვე გავუშვით, ძალიან წარმატებული ადამიანები, რომლებიც პროფილურად დასაქმდნენ. სკოლებიდან  ბევრ მსურველს ველოდებით.  მეორე მიმართულება, რომელიც რეფორმის შედეგად განვავითარეთ  დუალური განათლება გახლავთ – პრაქტიკაზე  დაფუძნებული სწავლება. როდესაც სტუდენტი ჩვენთან სწავლობს,  ის პარალელურად კომპანიის თანამშრომელია და  შრომაზე დაფუძნებულ სწავლებას იღებს.  ეს  საბოლოო ჯამში ფანტასტიკურ შედეგს გვაძლევს. წელს 2 ასეთი პროგრამა გვაქვს გამოცხადებული:  ერთია კომპანია “ევრომასტერთან” ერთად, რომელმაც   კოლეჯ “სპექტრში” 5-მილიონიანი ინვესტიცია განახორციელა,  ჩვენ  დუალურ პროგრამაზე მიღება ერთად გამოვაცხადეთ. მეორე კომპანიაა “ინსი” , სადაც რკინა-ბეტონის მოჭიმვის სპეციალობაზე გამოვაცხადეთ მიღება. ეს არა მარტო სწავლების ფორმაა, არამედ სტუდენტები კომპანიებისგან დამატებით სტიპენდიებს იღებენ, რაც მათი მოტივაციის განმსაზღვრელია. როდესაც სწავლებას დაასრულებენ,  ისინი კომპანიის სრულუფლებიანი  თანამშრომლები ხდებიან.

ასევე ძალიან საინტერესო სიახლეები გვაქვს,  რომელიც არა მხოლოდ გრძელვადიან სწავლებას უკავშირდება, არამედ მოკლევადიან მომზადება- გადამზადების სახელმწიფო პროგრამებს, ასევე  თბილისის მერიის პროგრამების , ჯანდაცვის სისტემების პროგრამების განხორციელებას.

მინდა, ვთქვა, დღეს პროფესიული განათლება   ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სექტორია, რომელსაც შეუძლია, კადრების  ის დეფიციტი აღმოფხვრას,   რომელიც საქართველოში სხვადასხვა მიმართულებითაა: ესაა ტურიზმის სფერო, IT ინჟინერია,  ავტოინჟინერია, მშენებლობა,  სოფლის მეურნეობის მიმართულება, ახალი  პროფესიები, რომელიც ქვეყანაში შემოდის. ნებისმიერი ინვესტიციას,  რომელიც ხორციელდება , სჭირდება შესაბამისი ადამიანების, კადრების  მომზადება. საქართველოს პროფესიული განათლების სისტემა ზოგადად მზადაა იმისთვის, რომ ნებისმიერ ასეთ გამოწვევას უპასუხოს.

ჩვენ ასევე გვაქვს მიმართულება შშმ  პირებისთვის, სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის. არის ბევრი სერვისით დახუნძლული სექტორი,  სადაც ვემსახურებით ტრანსპორტით, საჭიროების შემთხვევაში  ჟესტიკულაციის პედაგოგით, სანიტრით და ა.შ. პროფესიული განათლების სისტემაში გვაქვს ყველა ის ტექნიკური აღჭურვილობა, მიმართულება,  რაც  შშმ პირებს სჭირდებათ .   შეგვიძლია, თითოეულ მათგანს შევუქმნათ  მოტივაცია , პირობები, რათა მათი ნიჭი რეალიზდეს, დასაქმდნენ, წარმატებულები იყვნენ” – განაცხადა ტაკიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები