თამარ ტყეშელაშვილი: დარწმუნებული ვარ, იქნება ძალიან ბევრი შეკითხვა ჩვენი მისამართით იმპლემენტაციასთან დაკავშირებით
“დარწმუნებული ვარ იქნება ძალიან ბევრი შეკითხვა ჩვენი მისამართით იმპლემენტაციასთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, თამარ ტყეშელაშვილმა, საკონსტიტუციო სასამართლოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე სარჩელის განხილვასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ყველა შეკითხვას პასუხი დეტალურად გაეცემა.
„კანონის იმპლემენტაციასთან ვისაც ჰქონია ოდესმე შეხება, აღმასრულებელ ხელისუფლებას ვგულისხმობ, ბუნებრივია, დეტალურად არის ჩახედული კანონში, მის ყველა მუხლში და მის რაც მთავარია პრაქტიკაში გატარებასთან მიმართებით. ანუ ამის დანერგვა, დეპარტამენტის შექმნა, როგორ იმოქმედებს ეს მოქალაქეებზე, ორგანიზაციებზე და ა.შ. ეს არის იუსტიციის სამინისტროს პასუხისმგებლობა. ჩვენ ახლა სამართლებრივ სიბრტყეში ვიმყოფებით. შევიდეთ სასამართლო დარბაზში, მოისმინეთ ჩვენი სიტყვა. დარწმუნებული ვარ იქნება ძალიან ბევრი შეკითხვა ჩვენი მისამართით იმპლემენტაციასთან დაკავშირებით და პირობას გაძლევთ, რომ დეტალურად გაერკვევით ყველაფერში“, – განაცხადა თამარ ტყეშელაშვილმა.
ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს, რამდენად შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას გამჭვირვალობის შესახებ კანონი.