რატი იონათამიშვილი: პირველი მედალი პირველივე დღეს! ანა ჯაფარიძე პარიზის პარალიმპიადის ბრინჯაოს მედალოსანია
მმართველი გუნდის წევრი რატი იონათამიშვილი პარიზის პარალიმპიადაზე ანა ჯაფარიძის წარმატებას ეხმაურება.
„პირველი მედალი პირველივე დღეს! ანა ჯაფარიძე პარიზის პარალიმპიადის ბრინჯაოს მედალოსანია!“,- წერს იონათამიშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, პარიზის ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციის ყველაზე ახალგაზრდა წევრმა – 19 წლის ქართველმა პარატაეკვონდოისტმა ანა ჯაფარიძემ (52 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.