საქართველოში ადგილობრივი ვიზიტორების რაოდენობა იზრდება

საქართველოში ადგილობრივი ვიზიტორების რაოდენობა იზრდება.

შესაბამის ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 367 200-ით განისაზღვრა, რომელთა მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 699 300 ერთეული შეადგინა.

საქსტატის ცნობით, ვიზიტორების 39.2 პროცენტი თბილისის მაცხოვრებელია, 16 პროცენტი მოდის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე, 8.6 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე, ხოლო დანარჩენი რეგიონები შედარებით დაბალი წილებით არის წარმოდგენილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები