“დაფიქსირებულია ცოფის შემთხვევები” – გურჯაანის მიუსაფარი ძაღლების თავშესაფრის დირექტორი
“უკვე 20 დღეა, თავშესაფარში კარანტინი გამოვაცხადეთ. დაფიქსირებულია ცოფის შემთხვევები, ამიტომ, 30 აგვისტომდე ჩვენ დაკეტილი ვიქნებით”, – ამის შესახებ გურჯაანის მიუსაფარი ძაღლების თავშესაფრის დირექტორმა, თემურ ზავრაშვილმა განაცხადა.
“ოჯახები, სადაც ფაქტები დაფიქსირდა, უკვე აცრეს ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინით, თუმცა, პრობლემაა, რომ უკვე 14 ძაღლი მოკვდა და საჭიროა, დაკვირვება გაგრძელდეს. თუ სიკვდილის შემთხვევა კიდევ დაფიქსირდება, იძულებულები ვიქნებით, კარანტინი გავაგრძელოთ”, – განმარტა ზავრაშვილმა.